, ,

15 საინტერესო ფაქტი დელფინებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

ჩვენი ზღვის საუკეთესო მეგობრები, დელფინები ყოველთვის იწვევდნენ აღტაცებას ადამიანებში. მეგობრულები არიან, მხიარულები და სოციალურად აქტიური ცხოველები. დადებით ემოციებს იწვევენ, რადგან უყვართ თამაში, ინტელექტუალურები არიან და ხანდახან ადამიანებს ეხმარებიან კიდეც, იქნება ეს თევზაობაში მიხმარება თუ მათი სიცოცხლის გადარჩენა! აი 15 ფაქტი დელფინებზე, რომელიც შესაძლოა აქადე არ გცოდნოდათ.
43 სახეობაა დელფინის. მათგან 38 ზღვის დეფინია, 5 მდინარის.

1:გამოკვლეულია რომ დელფინები თავდაპირველად ზღვის ცხოველები არ იყვნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ კიდურები ქონდათ და ხმელეთზე ბინადრობდნენ. ევოლუციის გზაზე კი მოუწიათ წყალში გადაბარგება

2:დელფინის ფოტოები აღმოაჩინეს ამოკაწრული უდაბნოში, ქალაქ პეტრაში, იორდანია. პეტრა დაარსდა ქრისტეს შობამდე 312 წელს. ანუ დელფინები კაი ხანია რაც ჩვენთან ახლობლობენ.

3:დილფინები ერთადერთი ცხოველები, რომლეთა მშობიარობისას, ნაშიერი იბადება კუდით. პირიქით რომ გამოდიოდეს ეგრევე დაიხრჩობოდა.

4:ერთი კოვსი წყალი, რომ მოხვდეს დელფინის ფილტვში ის დაიხრჩობა. ადამიანს კი ორი კოვზი ჰყოფნის.

5:დელფინის თავზე ნახვრეტი რეალურად მისი ცხვირია. რატომღაც ცხვირი თავზე გადაუვიდა!

6:დელფინები ხედავენ ხმებით. ისინი წკაპუნის მსგავს ბგერებს უშვებენ, რომლებსაც შეუძლიათ შორ მანზილზე გავრცელება. ამის წყალობით დელფინს დიდ მანზილზეც შეუძლია დაინახოს ნებისმიერი ობიქეტი, მისი ზომა და სტრუქტურა.

7:დელფინები მასტურბირებენ! დაფიქსირებულია რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც დელფინები წყალმცენარეებს უცნაურად ეთამაშებიან… თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება.

8:ძილის დროს დელფინი აუცილებლად წყლის ზედაპირზე ჩერდება, რომ ხვრელი წყლით არ დაეფაროს. ძილის დროს მისი ტვინის ნახევარი სფერო აქტიურია და პასუხს აგებს სუნთქვით პროცესებზე, ფხიზელი ძილიც ამიტომ აქვთ.

9:“The Cove” – ამაზრზენი დოკუმენტური ფილმია, იმაზე თუ როგორ ექცევიან დელფინებს იაპონიაში და მოგვითხრობს თუ რატომაა საშიში დელფინის ხორცის ჭამა!

10:მიიცნევა, რომ დელფინები ადრე ზომით ბევრად პატარები იყვნენ. ექოლოკაციის უნარიც არ ჰქონდათ… ევოლუციის გზაზე გამოიმუშავეს.

11:დელფინს 100 კბილი აქვს, რომელსაც არასდროს იყენებს საკვების დასაღეჭად. ის მხოლოდ თევზის დასაჭერად იყენებს კბილებს და ეგრევე ყლაპავს მაქს. დელფინს ყბების კუნთები საერთოდ არ აქვს განვითარებული.

12:ანტიკურ საბერძნეთში დელფინი რომ მოგეკლა, დაღუპული იყავი. ამ დანაშაულისთვის სიკვდილით სჯიდნენ ხალხს. დელფინს ბერძნები მოიხსენიებდნენ როგორც “hieros ichthys” – „წმინდა თევზი“

13:მეცნიერებმა არმოაჩინეს, რომ დელფინები ერთმანეთს სახელით მიმართავენ! სტვენის მსგავსი ბგერებითაა შედგენილი ეს სახელი და უამრავი სხვა ბგერის შემდეგაც, ისინი ხვდებიან რომელია თავიანთი სახელი!

14:დელფინმა უნდა შეასხსენოს საკუთარ თავს, რომ ისუნთქოს. ეს ავტომატურად არ ხდება, როგორც ადამიანებში.

15:დელფინები მართლაც შესანიშნავი ცხოველები არიან, რომლებიც არ წყვეტენ ჩვენს გაოცებას თავისი ინტელექტუალური ქცევებითა და შესაძლებლობები!

სტატიის ორიგინალი ვერსია:ლინკი

კომენტარები