,

10 ყველაზე საზიზღარი კანფეტი

კანფეტი – ჯადოსნური სმუსნი, რომელსაც ანგელოზივით ბავშვის – ჰიპერაქტირ მანიაკად გადაქცევა შეუძლია. საშუალება, რომლითაც ბევრ მშობელს შეუძლია ურჩი შვილის მოსყიდვა! 10 კანფეტი, რომელიც უნდა განახოთ საერთოდ არაა გემრიელი, არც მიმზიდველი და ზოგი ღებინების შეგრძნებასაც კი აპროვოცირებს. მართლა გაუგებარია, რატომ ან როგორ მივიდნენ ამ კანფეტების დამზადების იდეამდე ეს კომპანიები. შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში მოუნდათ საწუწნ კანფეტებში ტარანტურის ჩაკვრა ან ნარწყევის გემოიანი ბონ-ბონების დამზადება! ვინ იცის… დავიწყეთ!

 

10:ყურის გოგირდი, ხომ არ გვეყიდა?

ამ კანფეტს ყურის საჩიჩქნიც მოყვება, იმიტომ რომ ვარდისფერი პლასტმასის ყურიდან, გოგირდის მსგავსი ყვითელი ჟელე ადვილად ა მ ო ჩ ი ჩ ქ ნ ო თ! კომპანიამ იზრუნა ამ კანფეტის მირთმევის სრულყოფაზე! თავიც კი ეხურება, რომ ჟელე არ გახმეს… მიუხედავად იმისა, რომ ჟელეს ხილის გემო აქვს, ამ კანფეტის მირთმევა იმდენად ამაზრზენია, რომ რამოდენიმე ადამიანმა მირთმევის მცდელობისას აღებინა კიდეც!

 

9:ალოკე შენი ნატკენი!

ბავშვობაში აგილოკიათ ნატკენი, მას შემდეგ რაც სანტავიკის აძრობის დრო მოსულა და გამხმარი სისხლიან-ხორციანი ჭრილობა დაგვხვედრია თვალწინ? ნუ მაშინ ეს კანფეტი თქვენთვისაა! ბონუსად სანტავიკის შესავსები ნატკენები მოყვენა ყუთს!

 

8:შოკო კურკლი, ვაიმე…

ერთი კითხვა დაგვებადა, საკმაოდ ლოგიკური… ეს კანფეტები პატარა ბავშვებისთვის გამოუშვეს და იმდენად რეალისტურია, თუ არ დასუნე ნამდვილი შოკოლადია თუ ექსკრემენტი ვერ გაარჩევ. ბავშვი, ხომ ბავშვია? პამპერსისკენ რომ გაიწიოს მერე სად მიდიან ნეტავი… ჰმმმ!

 

7:ჰოტლიქსი – ალოკე მწერი დღეს!

მწერები თუ არ გიყვართ, გეზიზღებათ ან გეშინიათ ეს კანფეტი თქვენთვის არაა. ამ კომპანიის ხელმძღვანელს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა გოგრაში, როდესაც ტეკილაში მოტივტივე მატლი შენიშნა. ამის შემდეგ ის ყველაფერში აწობს მწერებს, შოკოლადში, თაფლში და ეხლა საწუწნ კანფეტებშიც კი. მწერი ნამდვილია, მაგრამ სრულიად უსაფრთხო. ასე რომ, თუ გინდათ წუწვნა-წუწვნაში მორიელიც ჩაახრამუნოთ ნება თქვენია!

 

6:ჯეინ-ჯეინ, თევზის გემრიელი ნაკუწები

აზიაში არაფერი ბრჭყვიალა და ფერადი არ უნდა ჩაიდო პირში, თორემ კანფეტივით დაქუცმაცებულ, გამხმარ, შაქარში ამოვლებულ თევზს დააგემოვნებთ! აღწერაც კი ამაზრზენია, თქვენ ეხლა გემო წარმოიდგინეთ…

 

5:ლობიოს ფორმის ჟელიბონები

თუ გართობა გინდათ, ბევრი დალიეთ და რაღაც წარმოუდგენლად ამაზრზენი თამაში არ მოგაფიქრდათ ეს კანფეტი იყიდეთ. 20 ცალი საბედისწერო მარცვალი, რომელთაგანაც 10-ს გემრიელი ხილის გემო აქვს და იგივე ფერის 10-მარცვალს ნარწყევის, კბილის პასტის, წიწაკის, ყურის გოგირდის, ბავშვის პამპერსის და ა.შ ორი მარცვალი გიდევს წინ… ორივე წითელი… მართლაც საბედისწერო არჩევანია გასაკეთებელი!

 

4:მჟავე კანფეტი – „თხევადი შარდი“


რა კომენტარი უნდა გაუკეთო ამ კანფეტს… კონტეინერიც კი ზედმეტად რეალისტურია!

 

3:ჩილი ლიქსი – წიწაკის ფორმის კანფეტი

მამალო გახსოვთ? დაახლოებით იგივე ვიზუალის, მაგრამ საშიში კანფეტია, რომელიც ოდნავადაც არაა ტკბილი. პირიქით წითელი წიწაკასავით ცხარეა! ენა არ დაითუთქოთ მეგობრებო.

 

2:პატარა სისხლის პაკეტები

ჰელოუინისთვის მართლაც კარგი კანფეტია. ჩვენი აზრით არც ისე ამაზრზენი… სახალისოც კი, თუმცა სისხლის თუ გეშინიათ ან ვამპირების პანიკური შიში გაქვთ გადადით შემდეგ კანფეტზე.

 

1:ჰოუზ ნოუზი – „ჟღვლინტიბონი“

ტოპ ათეულის ღირსეული გამარჯვებული. ჟღვლინტიჭამიათა და ცხვირში მქექავთა ახდენილი ოცნება. მმმმ… როგორი მომხიბვლელი სიმწვანე და მიმზიდველი წელვადობა აქვს! ხუმრობა გვერდზე იყოს და ვის უნდა მოუნდეს ამ კანფეტის შეჭმა! გამოდით, დაგვენახეთ!

 

სტატიის ორიგინალი ვერსია:ლინკი

კომენტარები