,

24 ცნობილი ადამიანის უკანასკნელი ფოტო

ცნობილი ადამიანების ფოტოები სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე
გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა 24 ცნობილი პიროვნება სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე? მაშინ დავიწყოთ:

1. ფრედი მერკური

თავისი დროის ლეგენდა გარდაიცვალა 24 ნოემბერს, 1991 წ. ლონდონში. მიზეზი – შიდსის ფონზე განვითარებული ფილტვების ანთება. სურათზე ფრედი დგას თავისი სახლის წინ, საყვარელ კატასთან ჯინჯერთან ერთად. ფრედი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მისი ცხოვრების აზრი და მიზანი სიამოვნება და ბედნიერება იყო.

 

2. სტივ ჯობსი

ეფლის შემქმნელი და დამფუძნებელი, გენიოსი გარდაიცვალა 2011 წლის 5 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში. მიზეზი – პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) კიბო. სტივი ბოლოს ძალიან ნანობდა, რომ არ მოძებნა კიბოს სამკურნალო ალტერნატიული საშუალებები. სიკვდილის წინ ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ურთიერთობები, ხელოვნება და ოცნებები ბევრად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სიმდიდრე.

 

3. ჰიტ ლეჯერი

ჰოლივუდის ცნობილი სახე, განსაკუთრებით ჯოკერის როლში ქრისტოფერ ნოლანის „ბნელ რაინდში“. გარდაიცვალა 22 იანვარს, 2007წ. ნიუ იორკში ნარკოტიკების გადამეტდოზირების გამო.

 

4. მუჰამედ ალი.

უკანასკნელი ფოტო, რომელიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ზენონ ტექსერიამ გადაიღო. ლეგენდარულ მოკრივეს ბოლო წლებში პარკინსონის დაავადება აწუხებდა, თუმცა ამან მისი მებრძოლი სული ვერ გატეხა. გარდაიცვალა 74 წლის ასაკში 2016 წლის 3 ივნისს.

 

5. ჩესტ ბენინგტონი

წარმატებული ჯგუფის „ლინკინ პარკის“ წევრი, გარდაიცვალა 20 ივლისს, 2017წ. ამბობენ, რომ მან ერთ-ერთი დეპრესიული შეტევის დროს თავი მოიკლა, რითაც ძალიან დაამწუხრა მისი თაყვანისმცემლები.

 

6. კურტ კობეინი

ძალიან წარმატებული ჯგუფის „ნირვანას“ წამყვანმა მომღერალმა თავი მოიკლა 5 აპრილს, 1994წ. მას ბოლო წლებში აწუხებდა დეპრესია და ფსიქიკური პრობლემები.

 

7. ბობ მარლი

ეს ერთ-ერთი ბოლო ფოტოა, სადაც ბობ მარლი 36 წლისაა. გარდაიცვალა 1981 წლის 11 მაისს. ის კათოლიკე იყო, მაგრამ 60-იან წლებში იამაიკაზე გადასახლდა და რელიგია შეიცვალა. მისი ლეგენდარული რეგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფენომენია მუსიკის ისტორიაში.

 

8. მარკ ტვენი

სემუელ ლენგორნ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი, ცნობილი მწერალი და ამავე დროს დიდი მოაზროვნე, გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. ამ ბოლო ფოტოზე მარკ ტვენი ბრუნდება სახლში ბერმუდაზე მოგზაურობიდან.

 

9. ჯონ ლენონი

ამ ფოტოზე ჯონ ლენონი სადღაც ნიუ იორკშია, საკუთარ სახლთან ახლოს. მოკლა დევიდ ჩეპმენმა, რომელსაც ფსიქიური და ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა. ლენონი თავისი დროის უდიდესი მუსიკოსი და ამავე დროს ვიეტნამის ომის აქტიური მოწინააღმდეგე იყო.

 

10. მაჰათმა განდი

პოლიტიკური აქტივისტი და ფილოსოფოსი ცნობილი იყო თავისი მნიშვნელოვანი პროტესტით ბრიტანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ამ ბოლო ფოტოზე განდი იწყებდა ლოცვას,როცა მკვლელმა ტყვია მკერდში ესროლა.

 

11. ჯიმ მორისონი

„ლა ვუმენის“ ალბომის გამოცემის შემდეგ ჯიმ მორისონი თავის მეგობარ ქალთან ერთად პარიზში გაემგზავრა დასასვენებლას. ამ ფოტოზე მორისონი ერთ-ერთ ფრანგულ რესტორანშია პამელა კურსონთან ერთად. გარდაიცვალა 1971 წლის 3 ივლისს, გულის შეტევით საკუთარ აბაზანაში.

 

12. ემი ვაინჰაუსი

პირველი ბრიტანელი ქალი მომღერალი, რომელმაც 5 გრემის ჯილდო მოიპოვა, გარდაიცვალა 23 ივლისს 2011 წ. მისი სიკვდილის შემდეგ ბოლო ნამუშევარი „Back to Black” გახდა 21 საუკუნის ყველაზე გაყიდვადი ალბომი. სიკვდილის მიზეზი იყო ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.

 

13. ჯიმი ჰენდრიქსი

„როკ მუსიკის უდიდესი ინსტრუმენტალისტი“ ასე ახასიათებდნენ მას. სიკვდილის წინა დღეს ეს ფოტო გადაუღო მეგობარმა ქალმა ლონდონში საკუთარი სახლის წინ. გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს. მიზეზი იყო ძილში ასფიქსია პირნაღები მასებით ინტოქსიკაციის ფონზე.

 

14. ალბერტ ეინშტეინი

ამ ფოტოზე გენიოსი თავისი სახლის წინ დგას პრინსტონში, ნიუ ჯერსის შტატში. გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს აორტის ანევრიზმის გასკდომის გამო. ის იყო გენიოსი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი.

 

15. დევიდ ბოუი

ამ ფოტოზე დევიდი მხიარულია და პოზიორობს. ფოტოგრაფი მისი ძველი მეგობარი ჯიმი კინგია. გარდაიცვალა 2016 წლის 10 იანვარს, კიბოს დიაგნოზით. როკვარსკვლავი მუსიკის ისტორიაში ლეგენდად დარჩა

 

16. თუფაქ შაკური

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი რეპერი, გადაღებულია თავის მეგობართან ერთად. ისინი ესწრებოდნენ ბრიუს სელდონისა და მაიკ ტაისონის ორთაბრძოლას ლას ვეგასში. ამ ფოტოს გადაღებიდან მოკლე ხანში თუფაქი მოკლეს 1996 წლის 13 სექტემბერს. ის მხოლოდ 25 წლის იყო.

 

17. ჯონი ქეში

ამ სურათზე მუსიკოსი ლეგენდა უკრავს მცირე პუბლიკის წინ, სიკვდილამზე რამოდენიმე თვით ადრე, გარდაიცვალა 2004 წლის 12 სექტემბერს დიაბეტის გართულებების გამო. მისი ბოლო ალბომი, American V:A Hundred Highways გამოვიდა 2006 წელს სიკვდილიდან 2 წლის შემდეგ და პირველ ადგილზე იყო გაყიდვებში მთელი კვირის განმავლობაში.

 

18. ელვის პრესლი

ბოლო ფოტოზე ელვისი ბრუნდება გრეისლენდში გვიან ღამით, სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ. მეორე დღეს ის გეგმავდა პორტლენდში გაფრენას კონცერტზე, მაგრამ იმ ღამით 1977 წლის 16 აგვისტოს საკუთარ სახლში, აბაზანაში წიგნის კითხვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

19. ჯეიმს დინი

ცნობილი მსახიობი და ასევე გიჟურად სწრაფი მძღოლი, გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში 1955 წლის 30 სექტემბერს. ის მხოლოდ 24 წლის იყო. იმ დროისთვის მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნე. ამ სურათზე ჯეიმს დინი არის ავტოგასამართ სადგურში თავის პორშეთი, რითიც რამოდენიმე საათში დაასრულა სიცოცხლე.

 

20. რობინ უილიამსი

ფოტოზე რობინი გადაღებულია თავის ფანთა, დეირი ქვინთან ერთად. ამ დროისთვის ის უკვე გამოსულია რეაბილიტაციის კლინიკიდან. რობინს აწუხებდა ფსიქოლოგიური პრობლემები, რის გამოც თავი მოიკლა 2014 წლის 11 აგვისტოს. ის ცნობილია თავისი სიკეთით, იუმორითა და უაღრესად დაინტერესო როლებით უამრავ ფილმში.

 

21. ჯეიმს განდოლფინი

ცნობილი „სოპრანოს“ მსახიობი. ამ ფოტოზე რომშია, მეგობრებღან ერთად სადილზე. 24 სთ-ის შემდეგ ჯეიმსი გულის შეტევით გარდაიცვალა, 2013 წლის 13 ივლისს. 51 წლის ასაკში.

 

22. მერლინ მონრო

ამ ფოტოზე მერლინი პოზიორობს ცნობილ პიანისტ ბადი გრეკოსთან ერთად, სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე. ის მკვდარი იპოვეს 1962 წლის 5 აგვისტოს თავის ოთახში, დასამშვიდებელი წამლების გადამეტდოზირების გამო. იმ დროისთვის მონროს ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა აწუხებდა. მისი სიკვდილი ოფიციალურად ითვლება სუიციდად, თუმცა ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.

 

23. ანტონ ელჩინი

ამ ფოტოზე ელჩინი წითელ ხალიჩაზეა, ფილმის „მწვანე ოთახის“ პრემიერაზე. მეორე დღეს ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

 

24. პრინცესა დიანა

ბოლო ფოტოზე, შეჯახებამდე რამოდენიმე წუთით ადრე (რომელიც პაპარაციმ გადაიღო), ჩანს აგრეთვე მძღოლი ჰენრი პოლი, პრინცესას მეგობარი დოდი ალფაიედი. ერთადერთი ვინც გადარჩა ცოცხალი, დიანას პირადი მცველი ტრევორ რიზჯონსი იყო.

 

სტატიის ორიგინალი ვერსია:ლინკი

კომენტარები