,

25 ფილმი რომელიც (შესაძლოა) არ გაქვთ ნანახი

1. შუა ღამე პარიზში (Midnight in Paris)


ვუდი ალენის ფილმში ოუენ ვილსონი ასრულებს მწერლის როლს, რომელიც ეძებს აღმაფრენას საკუთარი ნოველისთვის. ის პარისზში მიემგზავრება თავის მეუღლესთან ერთად. ქუჩაში სეირნობის დროს ოუენი ადამიანების ჯგუფს შეხვდება… სამწუხაროდ მეტის მოყოლა არ შეგვიძლია. ერთს კი გეტყვით ფილმი ძალიან იდუმალი, სახალისო და კარგი საყურებელია. 92% აიღო Rotten Tomatoes -გან!

 2. შემოუშვი ის (Let the Right One In)

საუკეთესო ფილმი ვამპირებზე, რაც კი გადაუღიათ! „შემოუშვი ის“ არის ნამდვილად უნიკალური ისტორიაა ახალგაზრდა ბიჭუნაზე და მის სისხლის მწოველ მეზობელზე. ფილმში იდეალურადაა შეხამებული სასიყვარული ისტორიის დრამატიზმი და ვამპირული სისასტიკე. „ბინდი“ ახლოსაც ვერ მოვა ამ ფილმთან. 98% RT-სგან. ამ ფილმს ამერიკული ვერსიაც აქვს Let Me In და არ აგერიოთ, თუმცა მეორე ვერსიასაც არაუშავს.

 3. ადამიანი დედამიწიდან (The Man From Earth)

ოოოო ჯანდაბა! მართლა ძალიან მაგარი ფილმია, და ფანტასტიკის მოყვარულებმა უნდა ნახოთ. ფილმი მოგვითხობს საინტერესო ამბავს პროფესორზე, რომელიც ერთ დღეს შემოიკრიბავს თავის კოლეგებს და განაცხადებს, რომ ის პირველყოფილი ადამიანია. გენის მუტაციის გამო, მის უჯრედებს მუდმივად შეუძლიათ რეპლიკაცია და ის უბრალოდ არ კვდება!

 4. ბაღების ქვეყანა (Garden State)

ჩემი ფავორიტი ფილმი, შესაძლოა ესეც ითქვას… კი! „ბაღების ქვეყანა“ მოგვითხრობს ისტორიას მსახიობზე, რომელიც მშობლიურ ქალაქში ბრუნდება დედის დაკრძალვაზე და იწყებს იმაზე ფიქრს თუ რა უნდა ცხოვრებაში. ფენომენალურ მუსიკალურ გაფორმებას თავი რომ დავანებოთ, შესანიშნავი იუმორი და სასაცილო პერსონაჟები ნამდვილად შეგაყვარებენ ამ ფილმს!

5. სიცოცხლის გამოღვიძება (Waking Life)

შეუძლებელია ამ ფილმის ყურება დაიწყო და თვალი მოწყვიტო ეკრანს სანამ არ დამთავრდბეა. მოკლე შინაარსი კი ესეთია. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ოცნებებზე და სიზმრებზე. მთავარი პერსონაჟი მოგზაურობს სიზმრებს შორის და უცნობ ადამიანებთან უზომოდ საინტერესო საუბრები აქვს. რა თემაზე? ოოოო, ეს უნდა ნახოთ.

6. ახლოს (Closer)

ფილმი საკმაოდ ბნელი, მაგრამ კომიკური ისტორიაა ძალიან ჩახლართულ ურთიერთობაზე ნატალი პორტმანს, ჯუდ ლოუს, კლაივ ოუენსა და ჯულია რობრტს შორის. სტანდარტული რომანტიკული სცენების ნაცვლად, ფილმი სავსეა ცოდვილი, მაცდური სიყვარულითა და გატაცებით. ფილმზე მეტს აღარ მოგითხრობთ თორემ წამომცდება რაღაცეები! ჯობია უყუროთ.

7. სკაფანდრი და პეპელა (The Diving Bell and the Butterfly)

უბრალოდ ძალიან ლამაზად გადაღებული ფილმია ტრაგიკული ისტორიით. ფილმი ჯინ-დუ ზეა. კაცი რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, ავტოკატასტროფის შემდეგ პარალიზებული რჩება. მას ადამიანებთან კომუნიკაცია მხოლოდ თვალის დახამხამებით შეუძლია. სიტყვებით რთულია გადმოცე, თუ რამდენად ემოციური და სასიამოვნო საყურებელი ფილმია „სკაფანდრი და პეპელა“

8. უსახელო (Sin Nombre)

„უსახელო“ ფილმია განგსტერზე, რომელიც მიმალვაშია და ჰონდურასელ გოგონაზე. გოგნა ცდილობს არალეგალურად გადაკვეთოს ამერიკის საზღვარი. კარგადაა გადმოცემული ცენტრალური ამერიკის ცხოვრება და რა გზის გავლა უწევთ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამერიკის საზღვრამდე მისაღწევად. ტრილერი, სიყვარული, დრამა და სექსი საინტერესო დასასრულით!

9. დიდი ფსონი (Snatch)

„მებრძოლთა კლუბის“ ნაკლებად ცნობილი პროტოტიპი, ოღონდ ბრედ პიტი აქ კიდევ უფრო თავზეხელაღებული პერსონაჟია (თუ შესაძლებელია ეს საერთოდ). განგსტერები, ქუჩური გარჩევები და ბრედის ირლანდიური ბანდის კონფლიქტები. მსგავსი თემატიკის ბევრი ფილმია გადაღებული მაგრამ განგსტერული ძალადობა იდეალურადაა ნაჩვენები „დიდ ფსონში“, ყურება ღირს ნამდვილად!

10. მოჩვენებების მიერ გატაცებული (Spirited Away)

ბევრს ექნება ნანახი ეს ანიმე, თუმცა იმის გამო რომ ანიმეა ბევრს შესაძლოა კიდევ აქვს ამ ფილმის ნახვის სიამოვნება წინ! ჰაიო მიაძაკის ერთ-ერთი შედევრი. მულტფილმი არ გეგონოთ… საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი ფილმია, რომელიც პატარა გოგონას მოგზაურობას მოგვითხრობს სულების სამყაროში.

11. დაშვება (The Descent)

ფილმი მართლა ძალიან ძალიან საშიშია. მეგობრები გადაწყვიტავენ სამოგზაუროთ წავიდნენ. გოგონებს გამოქვაბულების დათვარიელება უყვართ, მაგრამ არ იციან ამჯერად ვინ დახვდებათ იქ… უცნაური და შემზარავი არსებებით გამოტენილი გამოქვაბული კი ბანალურად ჟღერს, მაგრამ თუ ახლო მომავალში აპირებთ გამოქვაბულების მონახულებას ფილმს არ უყუროთ!

12. ერთხელ (Once)

ფილმი გვიამბობს ისტორიას ორ მუსიკოსზე, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით შეხვდებიან და დაიწყებენ მუსიკის ერთად წერას. მსახიობები მართლა მუსიკოსები არიან მათ ბენდს The Swell Season ქვია. სიმართლე რომ გითხრათ მუსიკა რომ დაგუგლოთ ფილმიდან მიხვდებით მის მთელ შინაარსს, მაგრამ „ერთხელ“ ყურებად ნამდვილად ღირს.

13. სად ხარ ძმაო? (Oh Brother, Where Art Thou?)

დაწყებიდან დასასრულამდე სიცილი, ხმამაღლა და გაუცერებლად. აი რას წერენ ამ ფილმზე. მოგინდათ ყურება? ჰოოო… ფილმსი სამ ციხიდან გაქცეულ უიღბლოზეა, რომელიც საგანძურის ძებნაში უამრავ ისტორიაში და შარში გაეხვევიან.

14. გამაოგნებელი სიყვარული (Punch Drunk Love)

პოლ ტომას ანდერსონმა ადამ სენდლერი გადაიღო ფილმში, რომელიც ადამის სამსახიობო ისტორიაში ყველაზე სერიოზული და გამორჩეული როლია დღევანდელ დღემდე. სენდლერი თამაშობს მოცხ-დაზიანებულ არავის, ის ქალთან ერთად გაიქცევა და გზაში იწყებს საკუთარი თავის აღმოჩენას. ამ ფილმის შავ-ბნელი იუმორი ნამდვილად შეუმჩნეველი დარჩა! აუცილებლად უყურეთ.

15. ბუგი ნაითსი (Boogie Nights)

ახალგაზრდა მარკ ვოლბერგი თამაშობს ახალგაზრდა და ამომავალი პორნო ვარსკვლავის როლს 70-იან, 80-იან წლებში. ბევრი კომედია და დრამა. 92% RT

16. შადრევანი (The Fountain)

ფილმის ყურებისას შეიძლება ყბა ჩამოგივარდეთ… მართლა! ჰიუ ჯეკმანი თამაშობს მეცნიერის როლს, რომელიც ცოლის სიმსიმნისგან განკურნებას ცდილობს.ფილმის მეორე ნახევარში ის მთავარი გმირია თავისი ცოლის წიგნიდან. ორი დამოუკიდებელი ფილმი იდეალურად იკვეთება ერთმანეთში და ბოლო სცენა იმდენად ლამაზია, ესეთი რამ ნანახი არ გექნებათ.

17. ქამელეონი (The Closet (Le Placard)

უაზროდ სასაცილო ფრანგული ფილმი კაცზე რომელიც თავს იკატუნებს ვითომ კარადიდან გამოვიდა, უფროსმა სამსახურიდან რომ არ გააგდოს. რა თქმა უნდა ეს უხერხულ და სასაცილო სიტუაციაში ამოაყოფინებს თავს.

18. მისტიური ადამიანები (Mystery Men)

ყველაზე იდიოტი სუპერგმირები რაც კი ოდესმე გინახავთ. დაჯგუფება ერთად აპირებს დაამარცხოს კაზანოვა ფრანკენშტეინი. ფილმში რა ხდება უკეთ რომ გაიგოთ ზოგიერთ პერსონაჟს და მათ სუპერძალებს გეტყვით:
ბენ სტილერი „მისტერ ბრაზი“ – ბრძანებაზე შეუძლია ძალიან ბრაზიანი გახდეს
ვილიამ მეისი “კაცი ნიჩაბი“ – ნიჩაბს ხმარობს მაგრად
ჰენკ აზარია „ცისფერი რაჯა“ – მაგრა ისვრის კოვზებს და ჩანგლებს (დანებას ვერ)
კელ მიჩელი „უჩინარი ბიჭი“ – შეუძლია გაუჩინარება, როცა არ უყურებენ

19. რეზინა (Rubber)

უნიკალური და ჭკვიანური ფილმი. ძალიან უცნაური ფილმია, რომელსაც ავღწერდი როგორც გონების ამაფეთქებელი რამ რაც აუცილებლად უნდა ნახოთ. გარანტიაც გაძლევთ ესეთი უცნაური ფილმი არ გექნებათ ნანახი.

20. გარჩევები კუნგ-ფუს სტილში (Kung Fu Hustle)

სტანდარტული კუნგ-ფუს ფილმი ნამდვილად არაა. გმირების ჯგუფი, უცნაური ძალებით. ერთ ქალს ფილმიდან შეუძლია ისე ხმამაღლა იყვიროს, რომ ადამიანი მოკლას. ძალიან განსხვავებული შინაარსი და არაამქვეყნიური საბრძოლო სცენები ამ ფილმს გამოარჩევს ყველა სხვა მსგავსი ფილმისგან!

21. მაგნოლია (Magnolia)

ეს ფილმი მოგზაურობაა… შინაარსის აღწერასაც კი არ დავიწყებ, იმიტომ რომ ფილმის IMDB ამას ჩემს მაგივრად აკეთებს. პერსონაჟები, რომლებიც ეძებენ ბედნიერებას, მიმტევებლობას და აზრს! მოკლედ პოლ ტომას ანდერსონის მორიგი შედევრია, უნდა ნახოთ!

22. 12 განრისხებული კაცი (12 Angry Men)

ამ ლისტში ერთადერთი კლასიკური ფილმია. 12 ნაფიცმსაჯული შეიკრიბება მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სადაც 1 ადამიანი ცდილობს დანარჩენი 11 -ის დარწმუნებას ეჭვმიტანილის უდანაშაულობაში.

23. სიცარიელეში შესასვლელი (Enter the Void)

ფილმი იწყება მთავარი გმირით რომელიც მიიღებს DMT-ს ( ვინც არ იცით DMT რას ნიშნავს დაგუგლეთ… ) და იწყება ულამაზესი სცენები. აბსტრაქტული რეალობა სადაც მთავარი გმირი მოგზაურობს უეჭველი მოგეწონებათ!

24. უკან დაბრუნება (Cash Back)

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უძილობა აწუხებს გადაწყვეტს თავისი მდგომარეობა სასარგებლოდ გამოიყენოს და 24 საათიან მაღაზიაში იწყებს მუშაობას. იქ კი მიხვდება, რომ როგორღაც გონებით დროის გაჩერება შეუძლია…

25. დიდი ლებოვსკი (The Big Lebowski)

დიდი ლებოვსკი მართლა ძალიან სასაცილო ფილმია. ჯეფ ბრიჯესი თამაშობს ტიპს, რომელიც სრულიად შემთხვევით გაყოფს თავს კრიმინალურ სამყაროში. სერიოზულ ტიპებს აერევათ ის მდიდარ კაცში, რომელზეც ნადირობა აქვთ გამოცხადებული. სიტყვებით რთულია გადმოსცე თუ რამდენად სასაცილოდ ვითარდება მოქმედება ამ ფილმში. აღარ გადადოთ და დღესვე უყურეთ დიდ ლებოვსკის!

 

სტატიის ორიგინალი ვერსია:ლინკი

კომენტარები