,

15 რჩევა კარგი განწყობისთვის

მიზიდულობის კანონი

დამეთანხმებით, ძალიან ძნელია ყოველ დღე ადგე… გაიღიმო, კარგი განწყობა ჩართო და წახვიდე სამსახურში ან დაიწყო შენი საქმეების გაკეთება გულანთებულმა. ეს კიდევ უფრო რთულია თუ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. წაიკითხეთ რჩევები, იქნებ გამოგადგეთ!

1. გაიღვიძე და თქვი

  • მადლობა, მადლობა, მადლობაა!!!!
  • წარმოთქვი ეს სიტყვები ყოველ დილით
  • პოზიტიური განწყობა მადლიერებით შეიქმენი. უბრალოდ იმიტომ რომ გაიღვიძე

2. წარმოთქვი დილის მიმართვა

  • ფრაზები ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. ოცნებები, მიზნები, რეალობა რაც გახარებს
  • შენ ხარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული
  • შენ გახდები ყველაზე მაგარი ექიმი, გეყოლება/გყავს ულამაზესი შვილი…

3. იყავი მადლიერი

  • საკვები, წყალი, ტანსაცმელი, სახლი, ოჯახი, ფული,ჯანმრთელობა…
  • იყავი მადლიერი იმის რაც გაქვს. ეს გრძონა მიზიდულობის კანონს უყვარს
  • მადლიერებით გახსენდება ყველაფერი კარგი და მაგია იწყება!

4. იყავი ბედნიერი

  • ბედნიერებას ვერავინ და ვერაფერი გაჩუქებს. ის შენშია
  • იყავი ბედნიერი იმიტომ რომ ცოცხალი ხარ და აქ ხარ
  • გაიღვიძე პოზიტიური ფიქრებით

5. მე ვარ ფულის მაგნატი

  • ყოველ ჯერზე, როდესაც ფულს იპოვი ან მოგცემენ ეს ფრაზა თქვი
  • რასაც დაიჯერებ ის გახდები, სიტყვებს დიდი ძალა აქვს!

6. ჩართე წარმოსახვა

  • ოცნების ვიზუალუზაცია, რომ შეგვიძლია ნიჭია. გამოიყენე ეს!
  • როდესაც რაღაც გინდა დაბეჭდე და გამოაკარი შენს ოთახში
  • თუ რაღაცაზე ოცნებობ წარმოიდგინე შენი თავი იქ… ოცნებაში

7. ნუ ნერვიულობ

  • ნერვიულობით ვერაფერს შეცვლი

8. გაიგე რას ნიშნავ პრონოია

  • პარანოიის ანტონიმია
  • პრონოია გვასწავლის, რომ რაც ხდება ჩვენს სასიკეთოდ ხდება
  • ისწავლე ლოდინი

9. 100 ჯადოსნური ნაბიჯი

  • სკოლაში, სამსახურში, მაღაზიაში წასვლისას გულში იმეორე “მადლობა!”
  • ვერც კი შეამჩნევ ისე მიხვალ დანიშნულების ადგილას გაღიმებული ^_^

10. მედიტაცია

  • არ შეგეშინდეთ არაფერი ცუდი ამ სიტყვაში არაა
  • ყოველ საღამოს განმარტოვდით, მოეწყვეთ კომფორტულად და ისუნთქეთ
  • სიჩუმეში უსმინეთ თქვენს თავს და ყოველ ამოსუნთქვას გაატანეთ ცუდი ემოციები

11. ჯანსაღად იკვებეთ

  • მიზიდულობის კანონი უკეთ მოქმედებს, როცა გონება და სხეული გაწმენდილია
  • ლოგიკურია არა?

12. ი ვ ა რ ჯ ი შ ე თ !

  • რთული დღე გქონდათ? ცუდ ხასიათზე ხართ? გეზარებათ?! ხვალ ივარჯიშებთ?!
  • არა… არა და არა. ადექი და ივარჯიშე, დღეს და ეხლა
  • 15 წუთი მაინც რომ ივარჯიშო ესე რთულია? ჰმ… არა ხო?

13. უყურეთ კომედიებს

  • კომედიური ფილმები, ვიდეოები, ანიმაციები
  • მოკლედ… მთავარია იცინოთ. იცინეთ ბევრი და ხშირად. სიცილი კარგია <3

14. მოტივაცია გჭირდებათ

  • ბევრ მოტივაციის ასამაღლებელ ვიდეოს ნახავთ ინტერნეტში… უყურეთ!
  • დაგეხმარებათ ტკბილად დაიძინოთ და საკუთარ თავში რწმენა დაიბრუნოთ.

15. ატარეთ ჯადოსნური ქვა

  • ეს რაღა ჯანდაბაა?
  • ჰარი პოტერი არაფერ შუაშია და არც მისტიკური ქვის შეძენას არ გთხოვთ
  • გადით ეზოში და გაიფიქრეთ, სადაა თქვენი მაგიური ქვა
  • აიღეთ პირველივე ქვა, რომელსაც შენიშნავთ და მოგეწონებათ

ეს ქვა უნდა ატაროთ სულ თან. გედოთ ჯიბეში და როდესაც ხელში მოგხვდებათ აიღეთ და გაიფიქრეთ დღეს რისთვის ხართ მადლიერი. ერთი მადლობის სათქმელი მიზეზი მაინც გექნებათ ყოველდღე. ესე დაგროვდება ყველა ის ემოცია და მოგონება, რომელიც ცხოვრების აუტანელი თვისებების გამო მივიწყებული გაქვთ. რამდენჯერაც მოიწყენთ და დაიგრუზებით აიღეთ ეს ქვა და გაიხსენეთ, რისთვის იყავით მადლიერი გუშინ… გუშინ წინ… იმის წინ

 

ცხოვრება მშვენიერია მეგობრებო! რთული… მაგრამ მშვენიერი!

 

კომენტარები