,

რა სარგებლობა მოაქვს ნიორს

მიირთვით ნიორი ყოველდღე და ნახეთ რა მოხდება

 

ნიორს საკვებში და როგორც საკვებს უკვე საუკუნეებია რაც ვიყენებთ. რაც დრო გადის, უფრო მეტად დაფასებული ხდება ნიორი, რადგან ამ პატარა მყრალ მცენარეს იმდენი სასრგებლო თვისება აქვს, გაგიკვირდებათ კიდეც… ჰიპოკრატეც კი იყენებდა ნიორს სამედიცინო მიზნებისთვის.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ნიორი ყოველდღე!

პ.ს. აქვე გასწავლით ნივრის სუნის მოშორებასაც

  • ნიორი ამცირებს სისხლის წნევას. მაღალი წნევა ვისაც გაწუხებთ ჭამეთ ნიორი და დაივიწყეთ აბები და წნევის საზომები! იაპონელები და ჩინელები გამოირჩევიან არასტანდარტული მკურნალობის მეთოდებით. სწორედ მათ გამოააშკარავეს ნივრის ეს საოცარი თვისება.

 

  • ბაქტერიების ნომერი პირველი მტერია ჩვენი მყრალი ნიორი. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას. გაციების დროს ანტიბიოტიკების მიღება საკვების მონელებას ართულებს და იწვევს კუჭის ტკივილს, რიგ შემთხვევებში… ნიორი კი მხოლოდ ცუდ სუნს პირიდან!

 

  • ნიორი კიბოს უჯრედებს ებრძვის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნიორი აფერხებს და ებრძვის სიმსიმნური უჯრედების წარმოქმნასა და განვითარებას. ასე რომ, მემგონი ღირს ყოველი დღის ნივრით დაწყება. რა იცი რა ხდება არა?

 

  • ნიორი სუპერ ანტიოქსიდანტია! გულახდილები რომ ვიყოთ, ყველას გაგვირბის თვალი და კბილებიც სწრაფი კვების ობიექტებისკენ. ვიცით რომ შაურმა მავნეა, ჩიზბურგერი კიდე უარესი… მაგრამ მოდი და არ ჭამო ასეთი გემრიელი როა თან. ნიორი წმენდს ორგანიზმს ყველა ტოქსიკური და მავნე ნივთიერებებისგან.

 

  • უებარი ანტიხველი. ნიორი ვამპირებს არ უყვართ, ისევე როგორც ხველას. ვირუსების აყვავების სეზონზე ყველანი ვცივდებით და გვრჩება აუტანელი ხველა. გვახველებს ყველგან… ხანდახან უადგილო ადგილებშიც. ძირს დისკომფორტი, მიირთვით ნიორი!

როგორ მოვიშოროთ ნივრის სუნი

  1. აირჩიეთ მწიფე და ახალი ნივრის მარცვალი
  2. მიაყოლეთ ერთი ჭიქა რძე ან იორგურტი
  3. გამოიხეხეთ კბილები დაუყონებლივ
  4. დაჭერით და გადაავლეთ წყალი სანამ მიირთმევთ

 

წარმატებები! Ziza.ge გისურვებთ ჯანმრთელობას

კომენტარები