,

5 საინტერესო ფაქტი მალტეზეს შესახებ

რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით

ერთი ნახვით შეყვარება არსებობს თუ არა არ ვიცი, მაგრამ მალტეზე დანახვისთანავე გონებას რომ გიბინდავს ადამიანს ფაქტია… მარტო იმაზე ფიქრობ აიღო და გაბურძგნული სათამაშო უფრო გაბურძგნო, დაჯმუჯმო და მთელი ძალით ჩაიკრა გულში! გაიგეთ მეტი მსოფლიოში პირველი “კალთის ძაღლის” შესახებ.

1. ის ქვია საიდანაც მოდის

ხო ეგრეა… მალტეზე მალტადანაა (ნუ ისტორიულ დეტალებს და კინოლოგიურ წვრილმანებს  გადავახტეთ ესე უფრო გასართობად წასაკითხია!)

2. მარტო მალტეზე კი არ ქვია… ჰეჰ!

იმდენად ძველი ჯიშია, რომ ისტორიის მანძილზე უამრავი სახელი და მეტსახელი გაუჩნდა. მაგალითად: მალტიური ლომ ძაღლა, მალტიური ტერიერი, ძაღლი მალიტაი, რომაელი “საქალბატონე” ძაღლი, სათუთი სპანიელი 😀 ბოლოზე ბევრი ვიცინე…

3. ძააალიან ბევრის მნახველი ძაღლია

ძაღლი, რომელიც დედამიწაზე ქრისტიანობამდეც კი არსებობდა იმსახურებს პატივისცემას… მალტეზე 2800 წლიანი ჯიშია

4. ბეწვი არ სცვივათ… საერთოდ

ეს არ ნიშნავს, რომ მოვლა არ სჭირდებათ, ან დავარცხნა, ან დაბანა

5. მილიონერი მალტეზე გინახავთ?

ლეონა ჰელმსლი უძრავი ქონების აგენტი და ქალბატონი, რომელმაც 2007 წელს თავის მალტეზეს $12 მილიონი უანდერძა, გარდაცვალების შემდეგ. სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ეს არ შეარჩინა, მაგრამ $2 მილიონით მაინც კარგად მოილხენდა ცუგრიკა…

სულ ეს იყო! ქართულ ინტერნეტ სივრცეში ჯგუფია შექმნილი სპეციალურად მალტეზეებისთვის. 2017 წლის ივნისიდან ბევრი ქართველი მალტეზეთა მოყვარული წევრიანდებიან ამ ჯგუფში და უზიარებს ერთმანეთს გამოცდილებას და ეხმარება ამ ჯიშის უკეთ გაცნობაში.

კომენტარები